ქართული სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ვებსაიტებზე განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიოება დაიწყო.
სისხლის სამართლის საქმე 284-ე და 286-ე მუხლებით აღიძრა, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და კომპიუტერული მონაცემების, კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.
ამ დროსთვის დაჰაკულია ასობით ქართული ვებსაიტი. მათ შორის, საქართველოს პრეზიენტის, რამდენიმე უწყების და მედიის ვებგვერდები. მათი გახსნისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდება წარწერით - "მე დავბრუნდები".
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები