საინფორმაციო პორტალ „ზუგდიდელებზე“ (zugidelebi.ge) კიბერშეტევა განხორციელდა. სხვა ვებგვერდების მსგავსად,
ისიც, დაახლოებით, 2 საათია გათიშულია და მთავარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩანს.
ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო უწყებების ათობით ვებგვერდი და საინფორმაციო სააგენტოებია გათიშული. ნეტგაზეთის
ინფორმაციით, 2000 მეტი საიტი იყო დაჰაკული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და კომპიუტერული მონაცემების, კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები