აფხაზეთიდან 2019 წელს 20 ათასი ტონა ციტრუსის „ექსპორტი“ იგეგმება. საპროგნოზო მონაცემების შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის
მეურნეობის მინისტრმა ამირან კაკალიამ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა. ამავე შეხვედრაზე დადგინდა პროდუქტის შესასყიდი ფასები, წერს „აფსნიპრესი“. შესაბამისად, 1 კგ მანდარინის ფასი 19 რუბლი და 50 კაპიკი, ხოლო ლიმონის - 20 რუბლი იქნება.
„საბაჟო კომიტეტის“ სტატისტიკური განყოფილების ხელმძღვანელის ასიდა შაკრილის ცნობით, 2018 წელს აფხაზეთიდან რუსეთის ფედერციაში 30 ათასი ტონა ციტრუსი გაიტანეს.
მასალის გამოყენების პირობები