ზუგდიდის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის საჯარო სკოლების 227 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. მათ ლეპტოპები პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში გადაეცათ.
ღონისძიება ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა.
აღნიშნულ პროექტს, მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები