მიმდინარე წელს აფხაზეთიდან რუსეთის ფედერაციაში 47 ტონა ფეიჰოა გაიტანეს, ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 11 ტონას შეადგენდა.
სექტემბრიდან ამ დრომდე "ექსპორტზე" სამი ტონა ლიმონი და მანდარინი გავიდა, რაც უწყების ცნობით, ორჯერ ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. აღსანიშნავია, რომ ციტრუსების სეზონის პიკი ნოემბერ - დეკემბერია.
გარდა ამისა, 2019 წელს გაიზარდა ხურმის „ექსპორტის" მოცულობა, ორი თვის განმავლობაში რეგიონიდან 2,5 ტონა პროდუქტი გავიდა.
ამავე თემაზე:
სოხუმი : 2019 წელს 20 ათასი ტონა ციტრუსის ექსპორტი იგეგმება
მასალის გამოყენების პირობები