რუხი მოლში შაბათს, 2 ნოემბერს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, მასშტაბური საშემოდგომო ბაზრობა გაიმართება. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
ამავე ცნობით, ბაზრობაში სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტები მიიღებენ მონაწილეობას. აქ საბითუმო ფასად წარმოდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქციის სხვადასხვა სახეობა, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები და ფლორისტების გამოფენა-გაყიდვა.
საშემოდგომო ბაზრობაში მონაწილეობის მსურველ მეწარმეებს რეგისტრაციის გავლა რუხი მოლის ადმინისტრაციაში შეეძლებათ.
ღონისძიებით დაინტერესულ მოქალაქეებს უფასო ტრანსპორტი მოემსახურება. ავტობუსები სავაჭრო ცენტრ ,,ალიანსის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ყოველ 15 წუთში გავა .
მასალის გამოყენების პირობები