რუხი მოლში შაბათს, 2 ნოემბერს დაგეგმილი საშემოდგომო ბაზრობა უამინდობის გამო გადაიდო. ღონისძიება შაბათს, 9 ნოემბერს გაიმართება და მასში რეგიონის მუნიციპალიტეტები მიიღებენ მონაწილეობას.
საბითუმო ფასად აქ წარმოდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქციის სხვადასხვა სახეობა, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები და ფლორისტების გამოფენა-გაყიდვა.
საშემოდგომო ბაზრობაში მონაწილეობის მსურველმა მეწარმეებმა რეგისტრაცია რუხი მოლის ადმინისტრაციაში უნდა გაიარონ.
ბაზრობის დღეს მოქალაქეებს უფასო ტრანსპორტი მოემსახურება, რომელიც სავაჭრო ცენტრ ,,ალიანსის“ მიმდებარე ტერიტორიიდან რუხი მოლამდე ყოველ 15 წუთში ივლის.
მასალის გამოყენების პირობები