ზუგდიდელმა მკლავჭიდელმა დავით სამუშიამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა. შეჯიბრი რუმინეთში, ქალაქ კონსტანტაში მკლავჭიდის მსოფლიო
ორგანიზაციის ეგიდით გაიმართა. ფინალში სამუშიამ 80 კგ. წონით კატეგორიაში სენიორებში-მარჯვენა მკლავით, ბულგარელი ბოჟიდარ სიმეონოვი დაამარცხა.
დავით სამუშია Zloty Tur 2018-ის თასის გამარჯვებულიცაა. ასევე, სამგზის ევროპის ჩემპიონი.
მასალის გამოყენების პირობები