რეგიონი
მარტვილში 3 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 2,3 მილიონი ლარი გამოიყო
მარტვილის სოფლებში ონოღიაში, დიდიჭყონსა და ხუნწში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღების პროექტირება-მშენებლობისთვის 2 მილიონ 310 ათასი ლარი გამოიყო. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, მშენებლობა Design-Build მეთოდით უნდა განხორციელდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული კომპანია პასუხისმგებელი იქნება, როგორც შენობის პროექტირებაზე ასევე მშენებლობაზე.


ბაღის პროექტის ნიმუში

ამავე დოკუმენტის მიხედვით, შენობაში უნდა იყოს შემდეგი სივრცეები:  ჯგუფის ოთახი (25-30 ბავშვზე გათვლილი), დირექტორისა და პერსონალის ოთახი, დარბაზი (მინ. 75 კვ.მ), მედ. პუნქტი, დამხმარე სათავსო, სამზარეულო, სამაცივრე სათავსო,  საუთოვებელი და სამრეცხაო ოთახი, დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსო, საშხაპე და ა.შ.

რაც შეეხება სათამაშო ზონას, ის აღჭურვილი უნდა იყოს სხვადასხვა გასართობი საშუალებით, მათ შორის, საქანელებით, ქვიშის მოედნით, სათამაშო სახლებით, ასაძრომი, საცოცი და გასაძრომი კონსტრუქციებით და სხვ.

აღნიშნულ სოფლებში საბავშვო ბაღების მშენებლობა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვეში უნდა დასრულდეს. მგფ-მა ტენდერი 1 ნომბერს გამოაცხადა და ხვალ დასრულდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
23 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ-აფხაზურ ტრადიციულ ხის სახლზე ,,ჯარგუალზე".
16 / ოქტომბერი 2025
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
23 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.