„აფხაზეთში რუსეთის ელჩი“ ალექსეი დვინიანინი გალის რაიონში ე.წ. ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და მის ხელმძღვანელს თემურ ნადარაიას შეხვდა.
შესაბამის ინფორმაციას უწყება თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო „რეგიონში არსებულ სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობას, რაიონის უსაფრთხოებას „ქართულ - აფხაზურ საზღვართან და განათლების საკითხებს“. მხარეებმა განიხილეს საზღვრისპირა ინფრასტრუქტურის და გალის რაიონში სატელეკომუნიკაციო შესაძლებლობების განვითარების საკითხები.
მასალის გამოყენების პირობები