თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, ფოთის ნავმისადგომთან, ზღვა სამეურნეო-ფეკალური წყლებით დააბინძურა. სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის ინფორმაციით, გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ, 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა, რასაც დაემატა 5306,40 ლარის ოდენობით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა. გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.
მასალის გამოყენების პირობები