ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით ფახულანის სკოლაში კაკლის ბაღი გაშენდება (ვიდეო)
14:27 / 08.11.2019
ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელ ფახულანის #2 საჯარო სკოლაში ამერიკელი ხალხის დახმარებით ჩანდლერის ჯიშის კაკლის 250 ნერგი დაირგვება.
სკოლამ ნერგები ორგანიზაცია "Spirit of America“-სგან მიიღო. რამდენიმე ნერგი სიმბოლურად დღეს დაირგო, ბაღი კი თვის ბოლოს გაშენდება. აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავს ფახულანის და აფხაზეთის ახალგაზრდებისთვის განათლების მიცემას ამ კულტურის გაშენებისა და მისი მოვლა-მოყვანის შესახებ. სკოლის დირექტორის, ვახტანგ გოგოხიას თქმით, ამერიკული ორგანიზაციის წარმომადგენლები მათ ერთი წლის წინ დაუკავშირდნენ და დახმარება შესთავაზეს. გოგოხია ამბობს, რომ სკოლის ტერიტორიაზე ჩანდლერის ჯიშის ნერგების დარგვა ორგანიზაციამ თავად შესთავაზა. „ერთი წლის წინ დამიკავშირდნენ ამერიკის საელჩოდან. ვფიქრობ იმისთვის, რომ გამოყოფ ზოლთან არსებული სკოლაა. ამ სკოლაში ბავშვები აფხაზეთიდანაც სწავლობენ. ალბათ ამან გამოიწვია დაინტერესება. მოვიდნენ შემხვდნენ და მერე მითხრეს, რომ დახმარება სურდათ. რამდენიმე ვარიანტი განვიხილეთ, მაგრამ ბოლოს შევჯერდით ჩანდლერის ჯიშის კაკლის ნერგების დარგვაზე. ეს იქნება სკოლისთვის დამატებითი შემოსავალი და მოსწავლეებიც მიიღებენ ცოდნასა ამ კულტურაზე“, - აღნიშნა მან.
ორგანიზაცია "Spirit of America"-ის აღმასრულებელი დირექტორის ჯიმ ჰეიკის თქმით, მათი აქ ყოფნის მთავარი მიზანია, რომ მხარი დავუჭიროთ იმ ადამიანებს ვინც თემის ცოხვრების გაუმჯობესებას ცდილობს. „ჩვენს ორგანიზაციას მხარს უჭერენ ჩვეულებრივი ამერიკელები, რომლებსაც სურთ, მადლიერება გამოხატონ ქართველების მიმართ იმ დახმარებისთვის, რომელსაც ისინი ამერიკელებს უწევენ ერაყსა და ავღანეთში. დღეს ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვეხმარებით ამ სკოლას, ვეხმარებით, მოსწავლეებს, გარკვეული ცოდნისა და სასოფლო - სამურნეო უნარების შეძენაში და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობის განვითარებაში. ჩვენი აქ ჰყოფნის მთავარი მიზეზი არის ის რომ ქართველმა ხალხმა და მთელმა საქართველომ იცოდეს, რომ ჩვენ ვართ მეგობრები და გვინდა რომ, მათ ჰქონდეთ თავისუფალი და უკეთესი ცხოვრება. განსაკუთრებულად მინდა ავღნიშნო ვახტანგ გოგოხიას ღვაწლი. ის აქ, ფახულანში ძალიან ბევრს შრომობს ადგილობრივი თემის მხარდასაჭერად. ეს არის ის, რასაც ამერიკელები განსაკუთრებულ პატივს სცემენ“, - ამბობს ჯიმ ჰეიკი.
კაკლის ბაღის გაშენება დაფინანსებულია ამერიკელი ხალხის შემოწირულობებით ქართველი ბავშვების დასახმარებლად ორგანიზაცია "Spirit of America"-ის მიერ.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სამეგრელოში არსებობდა ორი ერთმანეთთან შინაარსით ახლოს მდგომი და თითქმის იდენტური ტრადიციული წესი ,რომელსაც ოჭიშაფუს ანუ შესაწევარს და გინაფორალს ანუ გადასაფარს უწოდებდნენ. ,,ოჭიშაფუ“ ხდებოდა ქორწილის დროს და ,,გინაფორალი“ მიცვალებულის განსვენების პერიოდში. ასევე, მეგრულ წეს-ჩვეულებებში მოწმდება მატერიალური ურთიერთდახმარების ორი სახე: ნატურალური და ფულადი.დღევანდელ გადაცემაში დაწვრილებითაა აღწერილი ყველა ტრადიცია წესები და მოვალეობები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები