რეგიონი
ზუგდიდში პატრიარქის მხარდამჭერი მსვლელობა პარაკლისით დასრულდა (ვიდეო)
კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მხარდამჭერი მსვლელობა ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდა. მიტროპოლიტმა გერასიმემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად პარაკლისი აღავლინა და მრევლს პატრიარქისთვის ლოცვისკენ მოუწოდა. როგორც მეუფემ აღნიშნა, მსვლელობა პატრიარქის მიმართ თანადგომას გამოხატავს.

„ჩვენი მსვლელობა არის მშვიდობიანი. ჩვენ გვინდა გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა. ჩვენი პატრიარქის და ეკლესიის მამამთავრის ილია მეორის მიმართ, რომლის მწყემს მთავრობით სიბრძნით, გამჭრიახობით მაღლით იცავს და იფარავს ჩვენ ეკლესიას, არა მხოლოდ ეკლესიას, ჩვენს ქვეყანას. იაკობ მოციქული ბრძანებს, რომ სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარია. ჩვენ ხშირად ვიძახით გვიყვარს პატრიარქი, პატივს ვცემთ პატრიარქს. დღეს დადგა მგონი დრო, რომ არა მხოლოდ სიტყვით გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება  პატრიარქის მიმართ, არამედ საქმითაც. ჩვენი მსვლელობაც ამას ემსახურება, მშვიდობიანად გავიაროთ დადიანების ტაძრიდან მშენებარე ტაძრამდე გზა, გადავიხადოთ პარაკლისი და ღმერთს შევთხოვოთ პატრიარქის კეთილდღეობა, ჯანმრთელობა“, - აღნიშნა მეუფემ.

რაც შეეხება ბოლო დროს საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს, მეუფე გერასიმე ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია სინოდის სხდომაზე დააფიქსირა და მეტ კომენტარს ამ თემაზე აღარ გააკეთებს.

„ჯობია, რომ დღევანდელ თემაზე ვილაპარაკოთ. პატრიარქის მიმართ იყო ისეთი გამონათქვამები და ბრალდებები, არ ვიცი რომელიმე თქვენთაგანი თუ იზიარებს. ჩემი პოზიცია მე სინოდზე გამოვხატე. ჩვენი პოზიცია ეკლესიამ გამოხატა წმინდა სინოდზე. მე გეკითხებით, თქვენ ვისკენ ხართ მეუფე პეტრესკენ თუ პატრიარქისკენ?“, -  უთხრა მეუფემ ჟურნალისტებს.

მსვლელობას  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციაც შეუერთდა. მისი თქმით, ეს არის საყოველთაო სოლიდარობის გამოხატვა პატრიარქის მიმართ.

„ეკლესიებში წირვა - ლოცვა გრძელდება და ადამიანები, ვისაც ეს აწუხებს, ცდილობენ და თვლიან, რომ თუ საპატრიარქოში შეიტანენ შუღლს, ნიჰილიზმს, ადამიანის გონებაში დათესავენ ყველა მიმართულებით ცუდ დამოკიდებულებას ტაძრისადმი, ისინი გაიმარჯვებენ ამით და კარგ საქმეს გააკეთებენ, მაგრამ, დამიჯერეთ, რომ ეკლესიასთან ომი არავის მოუგია“, - განაცხადა თაზო ფაცაციამ.

პატრიარქის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძარში შეუერთდა. ის ამბობს, რომ პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ემიჯნება და მის მხარდამჭერ აქციებს ყოველთვის დაესწრება.

რაც შეეხება მრევლს, ისინი დღეს გამართულ მსვლელობას საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ.

„უფალს შევთხოვთ, რომ გვაპატიოს ის ტკივილი, რაც პატრიარქს მივაყენეთ. უფალი ხედავს ყველაფერს და გვაპატიებს“, - ამბობს ნანა სიჭინავა.

31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე მარტვილის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. სხდომის დატოვების შემდეგ მან კათოლიკოს - პატრიარქს მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი უწოდა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
10 / აპრილი 2025
სამეგრელოში არსებობდა ორი ერთმანეთთან შინაარსით ახლოს მდგომი და თითქმის იდენტური ტრადიციული წესი ,რომელსაც ოჭიშაფუს ანუ შესაწევარს და გინაფორალს ანუ გადასაფარს უწოდებდნენ. ,,ოჭიშაფუ“ ხდებოდა ქორწილის დროს და ,,გინაფორალი“ მიცვალებულის განსვენების პერიოდში. ასევე, მეგრულ წეს-ჩვეულებებში მოწმდება მატერიალური ურთიერთდახმარების ორი სახე: ნატურალური და ფულადი.დღევანდელ გადაცემაში დაწვრილებითაა აღწერილი ყველა ტრადიცია წესები და მოვალეობები.
10 / აპრილი 2025
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი მოადგილე ჰყავს. დავით ვერავას მოადგილედ გიორგი ნადარაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
10 / აპრილი 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სენაკში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გზდ საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.