მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში 27 წლის მამაკაცი, რომელიც სატვირთო მანქანის ძარაზე იმყოფებოდა ელექტრო სადენებს გამოედო და ადგილზე გარდაიცვალა.
ამის შესახებ რადიო "ათინათს" სოფლის რწმუნებულმა სოსო ზურებიანმა უთხრა. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი მესტიის მკვიდრი არ იყო.
"როგორც მე მაქვს ინფორმაცია მულახელი არ იყო, მაგრამ აქ მუშაობდა. შემთხვევა გზაზე, მანქანაში მოხდა. სატვირთოს ძარაზე მდგარა და დენის სადენს გამოედო", - ამბობს სოსო ზურებიანი.
შს სამინისტროში ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაწიყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები