თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 19 წლის ზუგდიდელი ლუკა ჟვანიაა.
არსებული ინფორმაციით, იგი თავად მართავდა მიკროავტობუსს, რა დროსაც გარე განათების ბოძს დაეჯახა.
ახლობლების ინფორმაციით, ახლგაზრდა თბილისში სწავლობდა და პარალელურად, დისტრიბუციაში მუშაობდა.
შსს-ში რადიო "ათინათს" განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები