საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდება ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან გააპროტესტეს.
ბიუროსთან მოქალაქეები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions settings, opens captions settings dialog
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Captions Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
მათ ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერებით: „ბიძინა მაჟორიტარების მეფე“, "თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან პროპორციული არჩევნების გაუქმებამდე“, „მოგვატყუეს“, სირცხვილია“, გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ“ და სხვა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ცაბუნია ვართაგავს თქმით, მერაბ ქვარაიას ბიუროსთან მათი შეკრება სიმბოლურია, რადგან სწორედ ის არის ერთ-ერთი დეპუტატი, რომელმაც თავისივე ინიცირებულ კანონპროექტს არ დაუჭირა მხარი.
„ჩვენ აქ ვაპროტესტებთ იმ სამარცხვინო გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა. ეს არის მორიგი შავი ლაქა პარლამენტარიზმის ისტორიაში. კიდევ ერთი ფაქტი, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებას დაგვპირდნენ ცვლილებას და ეს არ შეასრულეს. ზუსტად ამიტომ ვდგავართ დღეს აქ. ადგილიც არ არის შემთხვევით შერჩეული. ეს არის სიმბოლური, იმიტომ რომ მერაბ ქვარაია იყო ერთ-ერთი პარლამენტარი, რომელიც არის ამ კანონპროექტის ინიციატორი. როგორც აღმოჩნდა, მან თავის ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭრია, რაც არის სრულიად სამარცხვინო“, - ამბობს ცაბუნია ვართაგავა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა ამბობს, რომ ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ კრიზისშია. მისი თქმით, არაფორმალური მმართველები ცდილობენ, რომ სახელმწიფო მიიტაცონ და ადამიანებს პარლამენტის დაკომპლექტების სამართლიანი გზა წაართვან.
„ვხედავთ, რომ რაღაც სპექტაკლის მონაწილე გახდა ჩვენი პარლამენტი. ფაქტია, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველები ცდილობენ სახელმწიფოს მიტაცებას და ცდილობენ ადამიანებს წაართვან პარლამენტის დაკომპლექტების ყველაზე სამართლიანი გზა, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის პროპორციული საარჩევნო სისტემა. იმის გათვალისწინებით, რომ კონსენსუსი იყო და ყველა პოლიტიკური ძალა იყო მომხრე ამ სისტემაზე გადავსულიყავით. მათ შორის ის ადამიანები ვინც დღეს არ მისცა ხმა. ქვეყანა შესულია მძიმე პოლიტიკურ კრიზისში. ჩვენ მოვუწოდებთ გაიაზრონ მათ ეს პასუხისმგებლობა და ერთადერთ ალტერნატივად მიგვაჩნია საარჩევნო სისტემის შეცვლა“, - აღნიშნა არჩილ თოდუამ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის ბათლომე შელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადეობის „გადასაგდებად“ მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაია გამოიყენა.
„წლის ანეკდოტი არის ის, რომ მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაია ბიძინა ივანიშვილის ნების წინააღმდეგ წავიდნენ. პირიქით, ბიძინა ივანიშვილმა, მათ შორის, ეს ორი მორჩილი ადამიანი გამოიყენა საზოგადოების გადასაგდებად, რაც მას არავითარ შემთხვევაში არ შერჩება. ეს არის საზოგადეობის გადაგდება“, - თქვა მან.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
ონლაინგამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით, "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დირექტორის მოვალეობას ჟურნალისტი თამარ რუხაძე შეასრულებს, ამ დროის განმავლობაში, სანამ მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია, იმ კონკრეტული წერილების შესახებ, რომლებიც წარმოაჩენს თუ რამდენი ძალა, ენერგია და შრომა დასჭირდა აკაკი ჭანტურიას სასახლეებში დაცული ექსპონატებისთვის ერთად მოეყარა თავი.
ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალთან პოლიციელებმა ძალის გამოყენებით დაშალეს იქ მშვიდობიანად მდგომი მოქალაქეები, რა დროსაც, ერთ- ერთი მათგანი წააქციეს და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ არჩილ თოდუა წერს, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები