ზუგდიდში 40-ზე მეტი ქალი ნარკოტიკების მოხმარებაზე შეამოწმეს
ზუგდიდის პოლიციის საექსპერტო-კრიმინალურ დეპარტამენტში ფოთიდან 40-ზე მეტი ქალი გადმოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ისინი კაფე-ბარების თანამშრომლები არიან.
მათმა ნაწილმა პოლიციის შენობა უკვე დატოვა, თუმცა იმის შესახებ თუ რა მიზეზით იმყოფებოდნენ ზუგდიდში, კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
შს სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ მათი შემოწმება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით (პროსტიტუციის ხელშეწყობა) მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა. უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
მასალის გამოყენების პირობები