ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალისა და კლინიკა "გულის" მედპერსონალი"თეთრი ხალათების აქციას" შეუერთდა და საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ კოლეგას ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა.
ისინი გაფრინდაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ნიკოლოზ ჭეჟიამ ოს და აფხაზ კოლეგებს, მათ გვერდით ყოფნისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მედიცინას საზღვრები არა აქვს. „ქვეყნის მასშტაბით "ევექსის" 3000-მდე ექიმია დღეს გარეთ გამოსული. გვინდა პირველ რიგში ოს და აფხაზ კოლეგებს მოვუწოდოთ გამოვიდნენ და ჩვენს გვერდით დადგნენ, ქართველი ექიმის გვერდით და მოითხოვენ მისი დროული გათავისუფლება. იმიტომ, რომ მედიცინას საზღვრები არ აქვს. თავისუფლება ვაჟა ექიმს“, - თქვა ნიკოლოზ ჭეჟიამ.
კლინიკა "გულის" ექიმის სოფიო ბიგვავას თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი გმირია და ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. „ექიმები სოლიდარობას ვუცხადებთ ვაჟა ექიმს. ის არის ჩვენი გმირი. ვუერთდებით აქციას და მის გათავისუფლებას ვითხოვთ“, - ამბობს სოფიო ბიგვავა. საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით „თეთრი ხალათების აქცია“ საქართველოს მასშტაბით იმართება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში ფართოდ გავრცელებულ ღომის კულტურაზე და მასთან დაკავშირებულ რიტუალზე, რომელსაც ,,ღუმუშ ოხვამერც“, ანუ ღომის ლოცვას უწოდებდნენ.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა მკვლელობაში ეჭვმიტანილ „დეპუტატს“, ადგურ ხარაზია, უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ერთხმად დაუჭირა მხარი, იუწყება „აფსნიპრესი“.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები