შს სამინისტრომ ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ შსს-ში უთხრეს.
სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ, მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას ერთი ჭრილობა ქუსლის არეში აქვს
მიყენებული.
მასალის გამოყენების პირობები