ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდსა და წალენჯიხაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.
ჯამში 31,560 ღერი სიგარეტია ამოღებული.
„საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი.
მასალის გამოყენების პირობები