პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას აპარატში პრესსპიკერის პოზიცია გაჩნდა, რომელსაც ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახალი პოსტი მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხს აამაღლებს.
"ჩვენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხის ასამაღლებლად პრემიერის აპარატში გაჩნდება პრესსპიკერის პოზიცია, რომელსაც შეთავსებით დაიკავებს, საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი, ბატონი ირაკლი ჩიქოვანი. ეს გახლავთ ახალი პოზიცია და ეს ხელს შეუწყობს სწრაფი, ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში მთავრობის ადმინისტრაციასა და ჩვენ მოქალაქეებს და რა თქმა უნდა მედიას შორის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ირაკლი ჩიქოვანი 2019 წლის საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს "ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. ის ასევე, მერვე მოწვევის პარალამეტის წევრი და ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" თავმჯდომარე იყო.
მასალის გამოყენების პირობები