აფხაზეთის დე ფაქტო და ნიკარაგუას რესპუბლიკები სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ.
შესაბამისი დადგენილებები "მინისტრთა კაბინეტის" სხდომაზე დაამტკიცეს, წერს "აფსნიპრესი. დოკუმენტები საგარეო საქმეთა "მინისტრმა" დაურ კოვენ წარადგინა.
ამავე ცნობით, შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის კოორდინაციის მიზნით, ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. აღნიშნული ხელშეკრულების დადება 5 წლის ვადით იგეგმება.
საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ რუსეთს, ნიკარაგუას, ვენესუელას, და ნაურუს.
მასალის გამოყენების პირობები