ზუგდიდის მერიის ააიპ "კეთილმოწყობის მართვის ცენტრი" საახალწლო გასანათებელ მოწყობილობებს და დეკორაციებს შეიძენს. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყო. გამოცხადებული
ტენდერის მიხედვით, დაგეგმილია სხვადასხვა სახის მანათობელი "ბადეების", "ბაფთების", "სასაჩუქრე ყუთებისა" და ასევე "მარხილიანი ირმების", 1.9მ სიგრძის თოვლის ბაბუის და 2მ სიგრძის "ანგელოზის" შეძენა.
"მთლიანად იცვლება გამსახურდიას გამზირის განათება. ასევე განათება მოეწყობა ახალ ლოკაციებზე, თამარ მეფის ქუჩაზე, კომბინატის მიმართულებით და რუსთაველის ქუჩაზე, ფუნიკულიორის მხარეს", - თქვა ააიპ-ის ხელმძღვანელმა დიმიტრი ფაცაციამ.
2018-2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან საახალწლო დეკორაციების შესაძენად 327 ათასამდე ლარი
გამოიყო.
მასალის გამოყენების პირობები