ზუგდიდში მოსწავლეებს ნაადრევი ქორწინების უარყოფით შედეგებზე ესაუბრნენ (ვიდეო)
16:04 / 21.11.2019
ასოციაცია "ათინათის" სააქტო დარბაზში ახალგაზრდებს ნაადრევ ქორწინებისა და 16 წელს მიუღწეველ მოზარდების სქესობრივი კავშირის უარყოფით შედეგებზე ესაუბრნენ.
საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდის რაიონულმა პროკურორმა ლევან სალიამ GLC-ის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან გამართა.
მან არასრულწლოვნებს ნაადრევი ქორწინების უარყოფითი ასპექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამასთან, პროკურორმა მათ დანაშაულთან დაკავშირებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ფორმებიც გააცნო. ლევან სალია მიიჩნევს, რომ მსგავსი შეხვედრების შემდეგ არასრულწლოვანთა დიდი ნაწილი უარს იტყვის ნაადრევ ქორწინებაზე.
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions settings, opens captions settings dialog
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Captions Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
"დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებთან გვესაუბრა ადრეულ ქორწინებაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. საუბარი იყო 16 წელს მიუღწეველ პირებთან სქესობრივ კავშირზე და ამაზე, როგორც დანაშაულზე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმებზე. კითხვები დაისვა არასრულწლოვნების მოტაცებისა და ქორწინების იძულების შემთხვევაზეც. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ უმეტესობა, თუ ყველა არა, უარს იტყვის ადრეულ ქორწინებაზე და არ ურჩევს სხვა ადამიანს ადრეულ ქორწინებას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით, წალენჯიხასა და ჩხოროწყუსთან შედარებით, ზუგდიდში მომართვიანობა დიდია", - აღნიშნა ლევან სალიამ.
მოსწავლეებს ნაადრევი ქორწინების უარყოფით მხარეებსა და საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა მოქალაქე მაკა წირღვავა. მისი თქმით, ის ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაოჯახების მიზნით მისთვის უცნობმა მამაკაცმა მოიტაცა. წირღვავა ამბობს, რომ ის წლების განმავლობაში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო.
"თოთხმეტის წლის ვიყავი, როდესაც ჩემთვის სრულიად უცნობმა ადამიანმა მომიტაცა. ვიყავი ფსიქოლოგიური და მორალური ძალადობის ქვეშ. 15 წლის ვიყავი, ბავშვი რომ გამიჩნდა. ვერ ვაცნობიერებდი, რა იყო ოჯახი. ეს არის ადრეული ქორწინების შედეგი. ასეთ დროს ჩამოუყალიბებელი ხარ, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ბიოლოგიურად. საშინელებაა ძალადობა, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური. ხუთი წელი ვიცხოვრეთ ერთად, მეტი ვერ გავძელი და წამოვედი. თავიდან თუ მშობლები მეუბნებოდნენ, რომ მომეთმინა, უკვე თვითონაც მიხვდნენ, რომ იქ ვერ გავჩერდებოდი. სრულიად ახალგაზრდას უკვე ორი შვილი მყავდა, მიუხედავად მშობლების თანადგომისა, ვერ მოვახერხე სწავლის გაგრძელება, რადგან ჩემი მთავარი საზრუნავი შვილების აღზრდა იყო", - თქვა მან.
მაკა წირღვავამ ახალგაზრდებს ურჩია, რომ არ გადადგან დაუფიქრებელი ნაბიჯი და იმ შემთხვევაში, თუ მათზე რაიმე ფორმით ძალადობენ, მიმრთონ შესაბამის ორგანოებს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები