ხობში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მმართველი პარტიის ოფისის „დაბოქლომება“ სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა არ მისცეს. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა
რამდენიმე წუთი გაგრძელდა. ბოლოს, ენმ-ის წევრებს ბოქლომი წაართვეს და სიმბოლურად ცოცხები შესთავაზეს.
„ხობის მაჟორიტარი დაჩი ბერაია არის რაიონის სირცხვილს. ბიძაშვილ-მამიდაშვილის კანტორად რომ აქცია აქაურობა და ვითომ ივანიშვილს შეეწინააღმდეგა, დავაბოქლომებთ მაინც", - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ია ჯიშკარიანმა.
ადგილზე უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები.
მასალის გამოყენების პირობები