კოლხური ღვინის ფესტივალთან დაკავშირებით, ხვალ, 24 ნოემბერს ქალაქის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს.
კოლხური ღვინის პირველ ფესტივალზე, რომელიც სკეიტ-პარკში გაიმართება, კოლხური ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია მოხდება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო მთელი საქართველოდან. გამოვლინდება სამი საუკეთესო კოლხური ღვინო.
ფესტივალში მეღვინეებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები. მოეწყობა სოფლის მეურნეობის სივრცეები და სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ კულინარიულ მასტერკლასებში.
მასალის გამოყენების პირობები