ენგურის ხიდზე სამეგრელოს მიმართულებით მხოლოდ ქალებს და ბავშვებს ატარებენ
ენგურის ხიდზე შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით მხოლოდ ქალებს და ბავშვებს ატარებენ. მამაკაცებს კი ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას
არ აძლევენ.
შეზღუდვები, სავარაუდოდ, სოხუმში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. ენგურის ხიდზე მიმოსვლა ცალმხრივად გუშინ, საღამოს საათებში შეიზღუდა.
სოხუმში სროლის დროს დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, ის ქალაქის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ქალაქის ცენტრში მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მოქალაქე - ასტამურ შამბა. კიდევ ორი, მამაკაცი და რესტორნის თანამშრომელი ახალგაზრდა ქალი, მძიმედ დაიჭრა. გარდაცვლილები ე.წ. „კანონიერი ქურდები“ არიან.
მასალის გამოყენების პირობები