გალის მოსახლეობას აფხაზური ტელეარხების საყურებლად ანტენებით მოამარაგებენ
გალის რაიონის დაბალის ზონის ორი სოფლის მცხოვრებლებისთვის ანტენებს შეიძენენ, რომელთა საშუალებით ისინი აფხაზური ტელეარხების სიგნალს მიიღებენ. ამის შესახებ
გალში გამართულ თათბირზე რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ განაცხადა. ინფორმაციას "გალ ტვ" ავრცელებს.
ნადარაიას თქმით, გალის რაიონის მოსახლეობის უმრავლესობა მხოლოდ ქართულ ტელეარხებს უყურებს, უმეტესობისთვის კი აფხაზური ტელეარხები ხელმისაწვდომი არ არის.
მან სოფლების ადმინისტრაციის და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს განუმარტა, რომ ანტენების შესაძენად უახლოეს პერიოდში გარკვეული თანხა გამოიყოფა.
მასალის გამოყენების პირობები