სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდსა და რუხში, ასევე წალენჯიხის რაიონის სოფლებში ჭალესა და მუჟავაში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უაქციზო
სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. ჯამში ამოღებულია 23 280 ღერი უაქციზო სიგარეტი.
უწყების ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები