წალენჯიხის სოფელ ფოცხო ეწერში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამის შესახებ რადიო ,,ათინათს'' მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ უთხრა. მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, ხოლო მათგან მხოლოდ ერთს დასჭირდა სამედიცინო დახმარება.
გავრცელებული ინფორმაციით, ურალის მარკის სატვირთო ავტომობილი,რომელსაც შეშა გადაჰქონდა, გზის სავალი ნაწილიდან მოცურდა და გადაბრუნდა.
დაშავებული ზუგდიდის საავადმყოფოშია მოთავსებული და მას შესაბამისი კვლევები უტარდება. მედიკოსების ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრება.
შსს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები