საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი (დაჩი) ბერაიას თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" არაერთი
მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო რევოლუციური სურათის შექმნა და პროცესების ქუჩაში გადატანა.
„საზოგადოებამ „ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებზე არაერთხელ უთხრა უარი. ახლა მათი მცდელობაა, რომ 10-კაციანი და 20-კაციანი ჯგუფებით ქვეყანაში შექმნან ილუზია, თითქოს რაღაც სასწაული ხდება“, - ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, განვითარებული მოვლენების ფონზე, ყოველ დღე რწმუნდება იმ გადაწყვეტილების სისწორეში, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე კანონპროექტის კენჭისყრისას მიიღო.
"დარწმუნებული ვარ, პროპორციულ სისტემაზე რომ გადავსულიყავით, ძალიან დიდი ალბათობით ქვეყანა შევიდოდა პოლიტიკურ კრიზისში და იქნებოდა სამთავრობო კრიზისი",- აღნიშნა ბერაიამ.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების ნაწილი ბიუროსა და პლენარულ სხდომაზე დასასწრებად უკვე მივიდა. პარლამენტის გარეთ კვლავ რჩებიან აქციის მონაწილეები და პოლიცია.
მასალის გამოყენების პირობები