სენაკში მშვიდობის ქუჩის მოსახლეობის ნაწილი ავტომაგისტრალის შეკეთებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სატვირთო მანქანების მოძრაობის გამო გზასთან ახლოს მდებარე სახლები გაიბზარა.
მათივე თქმით, აღნიშნული მოთხოვნით ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
"როცა დიდი აქცია მოვაწყეთ, ქალაქის მერი დაგვპირდა, რომ წლის ბოლომდე რეაბილიტირებული იქნებოდა, თუმცა როგორც ჩანს მოგვატყუა",- ამბობენ ისინი.
ლევან კუპრეიშვილი შეკრებილებს მერიის შენობასთან შეხვდა და უთხრა, რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაცია ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივა არ არის და საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამუშაოებს იანვრიდან დაიწყებს. მისივე ცნობით, გზის გარკვეული ნაწილი შეკეთებულია, დანარჩენი მონაკვეთი კი მომავალ წელს რეაბილიტირდება.
მასალის გამოყენების პირობები