მთავრობის მიერ პრივატიზაციისთვის გამოტანილ 100 ობიექტს შორის ერთ-ერთი ზუგდიდშია. მთავრობა სოფელ ჭითაწყარში არსებულ 96 179 კვ.მ ფართობს ყიდის, რომლის დანიშნულება სატბორე მეურნეობაა. აუქციონის სავარაუდო
საწყისი ფასი 1 452 700 ლარია.
"100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს"- ასე ჰქვია ეკონომიკის სამინისტროსა და ქონების ეროვნული სააგენტოს ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც მთავრობა 150 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების გასხვისებას გეგმავს. ეს ობიექტები ელექტრონული აუქციონების სისტემაში უკვე განთავსებულია.
თბილისში და რეგიონებში არსებულ გასაყიდ ობიექტს შორისაა მიწის ნაკვეთები და შენობები, რომლებიც სასაწყობე, ტურისტული თუ ინდუსტრიული დანიშნულებით შეიძლება იყოს გამოყენებული.
მასალის გამოყენების პირობები