სახელმწიფომ შესაძლოა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება გაწყვიტოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფომ წლის ბოლომდე "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულება გაწყვიტოს.
ცქიტიშვილის თქმით, უსასრულოდ ვერ გაგრძელდება ისეთ ინვესტორთან თანამშრომლობა, რომელიც ვალდებულებებს ვერ ასრულებს.
"პრაქტიკულად ორი წლით გახანგრძლივდა ვადა. ეს ვადა პროექტის განხორციელებისთვის იყო გამოყოფილი. იმის გათვალისწინებით, რომ უკლებლივ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ის პასუხისმგებლობაც, რომ უსასრულოდ არ გაგრძელდეს იმ ინვესტორთან თანამშრომლობა, რომელსაც სამწუხაროდ, აქვს სირთულეები საკუთარი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით,“ - ამბობს ცქიტიშვილი.
მისივე ინფორმაციით, 31 დეკემბერს იწურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული, მორიგ ჯერზე გახანგრძლივებული ვადა, რის შემდეგაც მთავრობა უკვე შესაბამის ქმედებებს განახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები