„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ზუგდიდში აქცია-მსვლელობას მართავენ. ისინი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას მოითხოვენ. მათ ხელში დიდი ბანერები უჭირავთ შემდეგი წარწერებით:
„ზუგდიდი უერთდება დემიშიზაციას“, „აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა საქართველოში“, „კასრების დრო ვერ დაბრუნდება“.
აქციის მონაწილეები სხვადასხვა შეძახილებით - „არა ახალაიებს“ , „არა ნაცებს“ - ყოფილი მმართველი პარტიის ოფისთან უკვე მივიდნენ.
მასალის გამოყენების პირობები