სოხუმში სროლის დროს მძიმედ დაჭრილი დომინიკა აკირტავა გარდაიცვალა
22 ნოემბერს სოხუმში მომხდარი სროლის დროს დაჭრილი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, წერს "აბხაზია ინფორმი". 21 წლის დომინიკა აკირტავა ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა,
მას თავის არეში ჰქონდა ჭრილობები მიყენებული.
სოხუმში, რესტორან "სან - რემოს" შესასვლელთან მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა ორი მოქალაქე - ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა და დაიჭრა სამი ადამიანი,მათ შორის, მძიმედ - რესტორნის თანამშრომელი ახალგაზრდა ქალი.
გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმში სროლა კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები