აფხაზეთიდან დევნილმა ნათია თოდუამ კალიფორნიაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე Music Video Underground Festival „საუკეთესო სოლო შემსრულებლის“ ნომინაციაში გაიმარჯვა.
ის ნომინაციაში სიმღერისთვის Love letter იყო წარდგენილი.
ფესტივალის ფარგლებში მუსიკალური ვიდეორგოლების კონკურსი ყოველთვიურად იმართება და მასში მთელი მსოფლიოდან შერჩეული შემსრულებლები მონაწილეობენ.
ნათია თოდუამ 2017 წელს გერმანიის მუსიკალურ კონკურსში The Voice of Germany გაიმარჯვა. მან მაყურებელთა ხმების 50,10% მოიპოვა, მისმა კონკურენტმა კი ხმათა 25.45%
მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები