მერია დადიანების სასახლის ეზოში მდებარე საპირფარეშოს აუქციონის წესით გააქირავებს
ზუგდიდის საკრებულომ მერიას დადიანების სასახლესთან არსებული საპირფარეშოს აუქციონზე გატანის ნებართვა მისცა. აღნიშნულ ინიციატივას დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
იჯარის ფორმით გადაცემისას ქირის წლიური საფასური 800 ლარი იქნება.
როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს დასახელებული თანხა მწირია, თუმცა ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ლაგვილავას თქმით, აღნიშნული საწყისი თანხა შესაძლოა გაიზარდოს.
მასალის გამოყენების პირობები