მერია ზედამხედველობის სამსახურისთვის ხუთ სამხრე კამერას შეიძენს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებითვის სამხრე ვიდეოსამეთვალყურეო კამერებს
შეისყიდის. შესაბამისი ტენდერი მერიამ 7 დეკემბერს გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კამერების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 400 ლარია.
მერიაში განმარტავენ, რომ ზედამხედველობის სამსახურისთვის სამხრე კამერების შესყიდვა მომსახურების მაღალი სტანდარტის დანერგვას ემსახურება. მათივე თქმით, აღნიშნული ტექნიკური საშუალება იძლევა ფაქტის ასახვის უდაო შესაძლებლობას.
მასალის გამოყენების პირობები