ზუგდიდში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი მანქანა აალდა. თვითმხილველების ინფორმაციით,
ცეცხლის ჩაქრობა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსვლამდე მოქალაქეებმა შეძლეს.
"გაზზე არ ყოფილა, ძრავს წაეკიდა სავარაუდოდ, ზუსტად არ ვიცი. დაქოქა და ცეცხლი წაეკიდა", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
მისი თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფოტო და ვიდეო:
დათა აქუბარდია
მასალის გამოყენების პირობები