ზუგდიდის მერიამ ახალი წლის კონცერტისთვის 39 000 ლარი გამოყო
ზუგდიდის მერიამ 31 დეკემბერს დადიანების სასახლეთა მუზეუმის მიმდებარედ დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება - გალა-კონცერტის ორგანიზებისთვის 38 880 ლარი გამოყო. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით,
ღონისძიება არანაკლებ 2 საათი გაგრძელდება და ფოიერვერკით დასრულდება.
ამავე ცნობით, კონცერტზე 5-6 წევრისაგან შემდგარმა ცნობადმა ინსტრუმენტალურმა ბენდმა უნდა დაუკრას და ქართული და უცხოური ჰიტები შეასრულოს.
ტენდერის ძირითადი დროის დასრულებამდე 24 საათზე ნაკლები დარჩა, თუმცა ამ დრომდე მასში მონაწილეობა არავის მიუღია.
მასალის გამოყენების პირობები