სამინისტრომ საფრანგეთში გარდაცვლილი ნიკა ქირიას ცხედრის გადმოსვნების საკითხზე მუშაობა დაიწყო
საფრანგეთში საქართველოს საკონსულოში ტულუზას ციხეში საქართველოს მოქალაქის ნიკა ქირიას გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება შევიდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში
განუცხადეს. მათივე ცნობით, უწყებას კომუნიკაცია აქვს ოჯახთან და გარდაცვლილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებულ პროცედურაზე მუშაობა მიმდინარეობს.
საფრანგეთის ქალაქ ტულუზას ციხეში 31 წელის ზუგდიდელი ნიკა ქირია გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი ცხედრის გადმოსვენებასათან დაკავშირებით დახმარებას ითხოვს.
გადაცვლილის დედას ფატიმა ლაგვილავას თვითმკვლელობის ვერსიის არ ჯერა და ამბობს, რომ მისი შვილი სიცოცხლეს თვითნებურად არ დაასრულებდა.
გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მასალის გამოყენების პირობები