„ძირს იარაღი!“ - ზუგდიდში ბერტა ფონ ზუტნერის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)
19:16 / 10.12.2019
ნობელის დღე ზუგდიდში ბერტა ფონ ზუტნერის წიგნის "ძირს იარაღი!" პრეზენტაციით აღნიშნეს. რომანი შეხვედრის ორგანიზატორებმა, გამომცემლობა "არტანუჯის" მთავარმა
რედაქტორმა ზვიად კვარაცხელიამ და საინიციატივო ჯგუფის "ნდობა მშვიდობისთვის" წარმომადგენელმა სალომე ადამიამ შეკრებილებს სამხატვრო გალერეაში წარუდგინეს.
ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის მშვიდობის პრემიის იდეის ავტორმა სალომე ადამიამ გვითხრა, რომ ნობელის პრემიის პირველი ქალი ლაურეატის, ავსტრიელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის რომანის პრეზენტაციის ზუგდიდში გამართვა სიმბოლურია, რადგან, პრობლემა, რომელსაც ავტორი ეხება ნაწარმოებში, დღესაც აქტუალურია. "ჩვენი კონტექსტისთვის, ჩვენი რეგიონისთვის განსაკუთრებით ახლობელია ის სატკივარი, რაც ახლავს კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ სიტუაციას, ამიტომაც ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა დავფიქრდეთ საკუთარ როლზე ამ პროცესში, რასაც ჰქვია მშვიდობის მშენებლობის პოპულარიზაცია" - გვითხრა სალომე ადამიამ. მისი თქმით, ეს არის რომანი, რომელიც მე - 19 საუკუნის მიწურულს ქალის თვალით დანახულ ომის საშინელებებზე მოგვითხრობს. აქედან გამომდინარე, ეს წიგნი არის პროტესტი, ერთგვარი მანიფესტი, მთელი მილიტარისტული პოლიტიკის წინააღმდეგ. ზვიად კვარაცხელიამ 130 წლის წინ დაწერილი ეპოქალური წიგნის ქართულად თარგმნისა და გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ წიგნი საინტერესოა, როგორც იდეის, ასევე მხატვრულობის თვალსაზრისით. მწერალმა ბერტა ფონ ზუტნერის სამეგრელოსთან, კერძოდ ზუგდიდთან კავშირზეც გაამახვილა ყურადღება. "ბევრი რამ აკავშირებს ზუგდიდთან, ის იყო სტუმარი ეკატერინე ჭავჭავაძისა და წლებისა განმავლობაში ჩვენს მხარეში ცხოვრობდა. არაერთი კორესპონდენცია, წერილი, მოთხრობა თუ მხატვრული ნაწარმოები არის შთაგონებული, როგორც სამეგრელოთი, ასევე საქართველოს თემით მის შემოქმედებაში. ამიტომ ბერტა ფონ ზუტნერის სახელისა და ღვაწლის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანი საქმეა და ვფიქრობ რომ ეს გაგრძელდება მისი სხვა ნაწარმოებების და მის მიერ განხორციელებული სხვა საქმეების წარმოჩენით", - თქვა ზვიად კვარაცხელიამ. მსოფლიო ბესტსელერად ქცეული რომანი გერმანულიდან თამარ კოტრიკაძემ თარგმნა. წიგნი გამოიცა გამომცემლობა "არტანუჯის" პროექტის "სხვა კლასიკა" ფარგლებში, საინიციატივო ჯგუფის "ნდობა მშვიდობისთვის" ინიციატივით და ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის პირველი ლაურეატის ნინო კალანდარიშვილის მხარდაჭერით, "The Kvinna till Kvinna Foundation"-თან თანამშრომლობით.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები