„ყველა თოჯინას თავისი სახელი ჰქვია“- ხანდაზმულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ზუგდიდში( ვიდეო)
13:42 / 11.12.2019
ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში ხანდაზმულთა შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიება რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრის „თანაზიარის“ ორგანიზებით ჩატარდა.
აქ წარმოდგენილი იყო ხანდაზმულთა დღის ცენტრის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები: სამკაულები, საახალწლო ნივთები, ნაქარგები, ნახატები და სხვ. ბენეფიციარი ელგუჯა კვარაცხელია ამბობს, რომ დღის ცენტრში მათი ცხოვრება მრავალფეროვანი და საინტერესოა. ამასთან, ისინი დღის განმვლობაში ხელნაკეთი ნივთების დამზადების გარდა სხვადასხვა აქტივობებში არიან ჩართული. მისი თქმით, თითოეული ნივთი მათთვის მნიშვნელოვანია და ყველას თავისი სახელი ჰქვია.
„მოხუცები ვართ შეკრებილები და დილიდან საღამომდე ზოგი რას აკეთებს და ზოგი რას... ზოგი კერავს, ზოგი ქარგავს, ზოგი მღერის და ასე შემდეგ. საღამოს სახლში კარგი განწყობით ვბრუნდებით. ძალიან გვიყვარს ჩვენ მიერ შექმნილი ნივთები. პატარა თოჯინებს, ყველას თავ-თავის სახელი ჰქვია. იმ ნივთების გამოფენა მოვაწყვეთ, რისი გაკეთებაც ჩვენ მოხუცებმა შევძელით“, - თქვა ელგუჯა კვარაცხელიამ. ხანდაზმულთა ცენტრს ყოველდღიურად 17 ადამიანი სტუმრობს. მათ ხელოვნებას ეკა კაკულია ასწავლის. მისი თქმით, დღის განმავლობაში ისინი სხვადასხვა აქტივობებით ბენეფიციარების განწყობაზე ზრუნავენ.
„ვზრუნავთ იმაზე, რომ გაერთონ და დრო ხალისიანად გაატარონ. ვასწავლით კრეატიული ნივთების დამზადებას. მე როგორც მასწავლებელი ვაჩვენებ, თუ როგორ მზადდება ესა თუ ის ნივთი და მათი დახმარებით ვქმნით სხვადასხვა ნაკეთობებს“, - ამბობს ის. პროექტი „უზრუნველვყოთ ღირსეული ხანდაზმულობა“ ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული. ის 2019 წლის მარტიდან ხორციელდება და მისის მიზანია მოხუცების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სოციალიზაციას.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები