გაგრაში ძმებს შორის შელაპარაკება და ფიზიკურ დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. ერთი მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისგან დაიღუპა, მეორე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
ფაქტზე შეტყობინება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს გაგრის სამმართველოში შუაღამით შევიდა. "ოჯახში შელაპარაკება ძმებს არსალიებს შორის 10 დეკემბერს მოხდა. 1996 წელს დაბადებულმა უმცროსმა ძმამ 1991 წელს დაბადებულ უფროსს ტრავმატული პისტოლეტიდან ესროლა და ფეხში და გულ-მკერდის არეში დაჭრა. ეს უკანასკნელი მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. ამ ამბის შეტყობის შემდეგ უმცროსმა საფეთქელში ისროლა და თვითმკვლელობა სცადა. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს", - წერს "აბხაზია ინფორმი" პროკურატურის თანამშრომლის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და ტარების მუხლებით.
მასალის გამოყენების პირობები