ახალი ამბები
„ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ“- გამოფენა ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამოფენა „ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ“  გაიმართა, სადაც  წარმოდგენილი იყო 1918-21 წლების თვითმმართველი ორგანოების შესახებ მასალები. ამასთან, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა არქივში დაცული და მოძიებული დოკუმენტები თვითმმართველობის პირველი არჩევნების ისტორიის შესახებ. მათ შორის იყო საარჩევნო სიები, ბიულეტენების ნიმუშები, მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკის ამსახველი დოკუმენტები და ა.შ.

გამოფენის შემდეგ გაიმართა ლექცია, რომელზეც  ისტორიკოსებმა ირაკლი ხვადაგიანმა და დავით ლოსაბერიძემ  ისაუბრეს, იმ რეფორმებსა და პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც  ორ წელიწად-ნახევარში პირველმა ქართულმა რესპუბლიკამ შეძლო. დავით ლოსაბერიძის თქმით, აღნიშნული მასალების გამოფენა მიზნად ისახავს იმ ინფორმაციის გავრცელებას, რომლის შესახებ საზოგადოებამ ნაკლებად იცის.

„უშუალოდ ჩემთვის პირადად საინტერესო იყო მაშინდელი თვითმმართველობისა და ახლანდელი თვითმმართველობის შედარება. პასუხი გაეცა კითხვას, თუ როგორ მოხერხდა, რომ ორ-ნახევარ წელიწადში იმპერიის მარწუხებიდან თავდახსნილმა ქვეყანამ ამხელა წარმატებას მიაღწია. ეს არ არის ქართველების თვითქება,  ევროპის პრესაც და მაშინდელი პოლიტიკური ლიდერებიც გაოცებით და აღტაცებით საუბრობდნენ შორეულ კავკასიაში, რაღაც საოცარ წარმატებაზე. არა მარტო დემოკრატიულ პროცესებში, არამედ ადგილობრივი განვითარების კუთხითაც“, - ამბობს დავით ლოსაბერიძე.

ზუგდიდის იმდროინდელ მაზრაზე ისაუბრა ისტორიკოსმა ირაკლი ხვადაგიანმა. მისი თქმით, სამაზრო თვითმმართველობა რესპუბლიკასთან შედარებით მრავალპარტიული იყო. ამბობს, რომ მოესწრო მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ნაბიჯების გადადგმა, განათლების, ეკონომიკის, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით.

„ზუგდიდის მაზრის მაშინდელი უნიკალურობა გამოწვეული იყო იმით, რომ ერთდერთი მაზრა იყო 18-დან 21 წლამდე, სადაც რეგიონულ დონეზე ოპოზიციური დეპუტატების უმრავლესობა იყო.  აქ უკვე ოპოზიციას ჰქონდა უმრავლესობა, ასე ვთქვათ, დაბალანსებული სპექტრი იყო. ზუგდიდის მაზრაში ორჯერ ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები. დიდად არ შეცვლილა ეს ბალანსი და მრავალპარტიული დარჩა სამაზრო თვითმმართველობა. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, ოპოზიციური ბრძოლის  გამო, მაინც მოესწრო მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ნაბიჯების გადადგმა, განათლების,ეკონომიკის, ჯანდაცვის და  ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით.  ეს ეხება რკინიგზის ხაზის გაყვანას სენაკსა და ზუგდიდში. მოსახლეობამდე მივიდა ეს სიკეთეები. ხალხი ძალიან კარგად ხედავდა განსხვავებას დემოკრატიულ თვითმმართველობასა და ბოლშევიკურ იმპერიას შორის“, - აღნიშნა ხვადაგიანმა.

შეხვედრას სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოსწავლეები დაესწრნენ.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
20 / მარტი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული ბ.ც. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
20 / მარტი 2025
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის ლაჯარღულას მონაკვეთზე (96-ე კმ) ჩამოსული დიდი მოცულობის კლდის მასის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალულია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა უთხრა.
19 / მარტი 2025
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ მოქალაქეების პროევროპული პროტესტი 112-ე დღეა გრძელდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.