ზუგდიდელმა პაატა გოგოხიამ პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატი სოფიო ქაცარავა ჩაანაცვლა. "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მიხედვით ის ქაცარავას ადგილმონაცვლე იყო.
მან დეპუტატის ადგილი დღეს დაიკავა და მხარდაჭერა 83-მა დეპუტატმა გამოუცხადა. პაატა გოგოხია პროფესიით ეკონომისტია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
რაც შეეხება სოფიო ქაცარავას, მან სადეპუტატო მანდატის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი ჩააგდო.
ცნობისთვის, პაატა გოგოხია ქალაქ ზუგდიდის ყოფილი მერის ირაკლი გოგოხიას ძმაა.
მასალის გამოყენების პირობები