სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ზუგდიდის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის პროექტის პირველი საჯარო განხილვა მიმდინარეობს. შეხვედრას ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი,
ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ქალაქის გენგეგმა „არტსტუდიო პროექტი“ შეადგინა, რომელმაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.
პროექტის კონცეფცია რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა:
ახალი ზონირება;
ხიდების მშენებლობა;
ველოტრასის განსაზღვრა;
საპარკინგე ადგილების გამოყოფა;
ქალაქის საზღვრების დადგენა;
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის შესაბამისი ნორმატივების დადგენა;
სამშენებლოდ გამოსაყენებელი მინიმალური მიწის ნაკვეთის განსაზღვრა;
მუნიციპალიტეტის ერთეულებს შორის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძების შემუშავება;
ქალაქის დეცენტრალიზაცია;
სანაპირო ზოლის განვითარება;
საჰაერო სადენების მიწისქვეშ გადატანა;
საკოლმეურნეო ბაზრის გადატანა;კომპანია „არტსტუდიო პროექტმა“ პროექტირება მომავალი წლის ზაფხულში უნდა დაასრულოს. აღნიშნული სამუშაოსთვის 2019 წელს 90 000, 2020-ში კი 360 ათასი ლარი დაიხარჯება.
მასალის გამოყენების პირობები