სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილას გაკეთებული წარწერა "ამ ცხოვრების დედაც!" მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა უკვე გადაღებეს.
აღნიშნული წარწერები ზუგდიდელმა სამოქალაქო აქტივისტებმა 15 წლის მოზარდის მიმართ, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, სოლიდარობის აქციის ფარგლებში განათავსეს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. შემთხვევა 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაშია.
მასალის გამოყენების პირობები