ფოთში, ზუგდიდისა და წალენჯიხაში უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 78,680 ღერი სიგარეტი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.
ინფორმაციას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები